სკანდალური დოკუმენტაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ მამუკა ახლვლედიანმა გააცნო კონკრეტული დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ საბჭოს, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისას, ჰქონდა გარკვეული დარღევები.
ამ ეტაპზე საუბარია ერთერთ კონკურსანტზე, რომ მან წინაწარ იცოდა იმ ტესტირების პასუხები, რომელიც მას უნდა გაევლო, იმისთვის, რომ გამხდარიყო მოსამართლე. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მხოლო ერთ კონკურსანტს არ ეხება და მათი რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყო.
არსამთავრობოების განცხადებით, აუცილებლია ამ საკითხზე რეაგირება მოახდინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და მან გამოიკვლიოს ვინ გაიტანა კონკრეტული დოკუმენტაცია. და ამის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, გამოძიება უნდა დაიწყოს.
„მისი ინფორმაციის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადიოდა ის ტესტები, რომლებიც გამოიყენებოდა მოსამართლეთა გამოცდებზე. რა თქმა უნდა, თუკი ეს მართალია, ეს არის დარღვევა და შესაბამისმა ორგანოები ეს უნდა შეისწავლონ. ეს მიუთითებს, იმაზე, რომ ჩვენ გავქვს პრობლემა მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნაში. აქ იყო საუბარი კონკრეტულ ტესტზე, რომელიც იყო გატანილი და რომელიც მოხვდა იმ პირის ხელში, რომელმაც მიიღო მონაწილეობა გამოცდაში. ნამდვილად არ უთქვამს, კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი და თუმცა ცხადია, რომ ამაში რომ არ ყოფილიყო მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
კომენტარი გააკეთა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში ნინო ლომჯარიამ, რომლის შეფასებით, ჩნდება განცდა, რომ კონკურსანტმა წინასწარ იცოდა რა იყო სწორი პასუხი. მისივე თქმით „სიტყვა-სიტყვით მისი პასუხი ემთხვევა ოფიციალურ პასუხს, რაც არის მკაცრად კონფიდენციალური“.
ასევე საკითხზე კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა სოფო ვერძეულმა.
მისი თქმით, თუ დადასტურდება, რომ კონკურსის განმავლობა ადგილი ჰქონდა ტესტების წინასწარ გამჟღვანებას, ამან უნდა შეცვალოს კონკურსის შედეგები.