20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
მამუკა ახლვედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ არსებული დოკუმეტაციის წყაროს დასახელებას არ გამორიცხავს

საქალაქო სასამართლოს მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ადგილი ჰქონოდა ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებას, მოსამართლეებში და გარკვეულ იურიდიულ წრეებში რამდენიმე თვის განმავლობაში იყო, თუმცა მას დღემდე არ აქონდა ამის დამდასტურებელი დოკუმენტები. დღეს ეს დოკუმენტები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს.

ახვლედიანი წყაროს არ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში მოხდეს მისი წყაროს დასახლება.

“ერთი კონკრეტული გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით არის და შესაბამისად, სხვებზე ვერ ვიმსჯელებ რა ხდებოდა, სწორედ ამიტომ გადავეციო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამის თაობაზე მათ მოიკვლიონ ინფორმაციები და გადაამოწმონ წინა გამოცდებზე როგორ ხდებოდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იყო, რა მასალებიც მაქვს,’ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

სკანდალური დოკუმენტაცია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.  

საკითხზე კომენტარი გააკეთა იუსტციიის უმაღლესმა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მურუსიძემ.

„ეტყობა ამით ვიღაცა ცდილობს, რომ თავდაცვის რაღაც რეჟიმში ჩადგეს და რეალურად რაღაც თემები, გარკვეული საკითხები, რომელზეც საბჭო მუშაობს, რომელიც შეიძლება გარკვეულ პირებს შეეხოს და შესაბამისად თავდაცვით ჯავშანს იკეთებს, რომ რეალურად ვითომ არის ვირაც, გარკევულ საკითხებზე მებრძოლი, ამასთან დაკავშირებთ, ეტყობა ვადაზე ადრე გაჟონა ინფორმაციამ, რომელზე იუსტიციის საბჭო მუშაობდა,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები