20 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
"რელიგიური სიწმინდეების და გრძნობების გამოხატვის შეურაცხყოფა დასჯადი ხდება", - სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ამ წუთებში სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივას განიხილავენ. პროექტის მიხედვით რელიგიური სიწმინდეების და გრძნობების გამოხატვის შეურაცხყოფა დასჯადი ხდება.

"რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციების, ღვთისმსახურისა და მორწმუნეების მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით. რელიგიური შენობების, და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერ წარწერის გაკეტება, ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძეც იმყოფება.

"ჩვენ ვიცით ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ხელფასს უხდიან თანამშრომელს იმაში, რომ მათ პერიოდულად, გააღვივონ საზოგადოებაში ასეთი აგრესია", - განაცხადა სოსო მანჯავიძემ. 

დღის ამბები