გრიპის შემთხვევები მატულობს, თუმცა ტემპი შემცირებულია. ასეთ განცხადებას აკეთებს ამირან გამყრელიძე. დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მონაცემები მედიას გააცნო.
"მესამე და მეოთხე კვირის ჩათვლით, გვაქვს ზრდის ტენდეციისი შემცირება, გავაქვს სამწუხაროდ 8 გარდაცვალების შემთხვევა, აქედან შვიდი გამოწვეულია H1N1 ვირუსით და ერთი - H3N2-ით. ყველა შემთხვევაში სამწუხაროდ ადგილი აქვს დაგვიანებულ მიმართვას", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თქმით, უახლოესი პერიდოის განმავლობაში დაავადებათა რიცხვი შემცირებისკენ წავა.
"მთლიანად ქვეყნის მაშტაბით ტენდეციები არის შემდეგნაირი, რომ პიკური ზრდების პერიოდი დაავადებების და მიმართვიანობის, საბედნიეროდ ზრდის ტემპი საგრძნობლად არის შემცირებული რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალბათ უახლოესი პერიდოის განმავლობაში გვექნება გარდატეხა და მნიშვნელოვანი შემცირებსიკენ წავალთ", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
სასწარაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თქმით, H1N1 გრიპმა წელს განსაკუთრებული მატება განიცადა.
"რაც შეეხება H1N1-ს ზოგადად გამოძახებების მატების ტენდეციას, ზამთრის სეზონეზე ყოველთვსი არსებობს, განსაკუთრებით წელს გრიპის სეზონთან დაკავშირებით განიცადა განსაკუთრებული მატება, მაგრამ ზარების უმეტესობა არის არ პროფილური ანუ სასწრაფო დხმარებსი არა კუთვნილი", - განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.
ავტორი: მარიკა გოცირიძე