20 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
"გოგელიამ "იმედს" სარეკლამო დროც უკანონოდ მიჰყიდა", - გია გაჩეჩილაძის ადვოკატი

მაესტროს ახალი მფლობელი ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ. გია გაჩეჩილაძის ადვოკატი კოტე გოგელიას უკანონო გადაწყვეტილებებში ადანაშაულებს. მისი თქმით, გოგელიამ იმედს სარეკლამო დროც უკანონოდ მიჰყიდა.

"მაესტროს გაკოტრების პროცესი იყო მიზანმიმართული და არასწორი. პროცესი ინიცირებული იყო ერთერთი პარტნიორის მიერ, რომელიც ამავე დროს არის კრედიტორი, ეს არის კოტე გოგელია. ფაქტობრივად მოხდა მაესტროს გაძარცვა ერთი წლის წინ. მაესტროს წაართვეს ყველაზე ფასეული, რაც იყო მისი ბრენდი, სახელი მაესტროს არ ეკუთვნის. ამ წუთში ის ფაქტობრივად უკანონდ სარგებლობს ამ სახელით. ასევე გასხვისდა მაესტროს მთელი სარეკლამო დრო ისე, რომ პარტნიორებს არ შეგვეკითხნენ, გია გაჩეჩილაძეს ნამდვილად არ შეეკითხნენ ამის თაობაზე. ფაქტობრივად, მიდიოდა მაესტროს ძარცვა. ჩვენ ეხლა ვაწარმოებთ სამართლებრივ პროცესებს, რომ დაუბრუნდეს მაესტროს სახელი და ის შემოსავალი, რაც მან უნდა მიიღოს სარეკლამო დროის გაყიდვიდან, სრულად მიიღოს მან,“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები