იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების დროს გარკვეული დარღვევები იყო, აცხადებენ, რომ გარკვეული ეჭვები საბჭოდან კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით, გაჩნდა მას შემდგ, რაც ერთერთმა კონკურსანტმა 100-დან 100 ქულა მიიღო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან თევზაძის განცხადებით, ეჭვის დონეზე ფლობდა ინფორმაციას, თუმცა კონკრეტულად ინფორამცია არ ქონდა.
“თუ დადასტურდა, რა თქმა უნდა ყველამ უნდა აგოს პასუხი. მაღალი ქულები მიიღო და რა თქმა უნდა დავინტერესდით. კონკრეტულად გვარი არ მახსოვს, მაგრამ სამართლის დოქტორი იყო. მან მიიღო 100-დან 100 ქულა. მე პირადად დავინტერესდი, რომ 100-დან 100 ძალიან იშვიათი შემთხვევაა და როგორც მითხრეს, იყო დოქტორი,“ - განაცხადა ლევან თევზაძემ.
ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა იუსტციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა თამარ ალანიამ.
„ერთერთ სამუშაო შეხვედრაზე შევიტყვეთ ნიმისა შესახებ, რომ რაღაც პრობელმა არსებობდა ამ გამოცდასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თამარ ალანიამ.