20 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ინციდენტი მერიასთან - მერიის დაცვამ პარტიზანი მებაღეები შენობიდან გაყარა

პარტიზან მებაღეებს მერიაში შესვლის უფლება არ მისცეს. ისინი დღეს მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ  მერიის დაცვამ ისინი შენობიდან გარეთ გაყარა.

მანამდე  თბილისის მერიასთან პარტიზანი მებაღეების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მერთან ან ვიცემერ ლაშა აბაშიძესთან შეხვედრას და ვაკეში მშენებარე სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის საკითხის განხილვას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებსა და ქალქის მერიის უსაფრთხოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

აქციის მონაწილეები პროტესტს ხმაურიანი ფორმით გამოხტავდნენ, რაზეც მერიისგან გაფრთხილება მიიღეს, რის შემდეგაც  აქციის მონაწილეებმა  შენობაში შესვლა მოითხოვეს. თუმცა, ამის უფლება არ მისცეს.

მათი განცხადებით, აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათ მერიის წარმომადგენელი არ შეხვდება.

დღის ამბები