ქვეყნის მასშტაბით 50 სკოლაში 20%-იანი გაცდენა ისევ ფიქსირდება. მათგან 43 სკოლა რეგიონებში და 7 დედაქალაქშია. თუმცა სასწავლო პროცესი გრძელდება.
როგორც განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნატა ასათიანი, აცხადებს, სამინისტრო დღის ბოლომდე გადაწყვეტს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით ამ სკოლებში შეაჩერებს თუ არა სწავლას.
„ძირითადი ნაწილი ამ სკოლებისა არის რეგიონებში. საინტერესოა 7 სკოლა თბილისიდან, სადაც ისევ ფიქსირდება გაცდენები და ჩვენი მონიტორინგის სამსახური ამჟამად აწარმოებს მონიტორინგს და ინფორმაციის გამოთხოვას, არის თუ არა მოსწავლეების გაცდენის მიზეზი ავადმყოფობა,“ - განაცხადა ნატა ასათიანმა.