ბათუმის ბულვარის მესამე ბილიკი ძველი სახით სრულად შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, ადასტურებს და აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე მთავრობასა და ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმება შედგა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელმა მოადგილეებთან ერთად თანამდებობა დატოვა.
აჭარის ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის, განცხადებით, ბულვარი მმართველობაში აჭარის მთავრობიდან კვლავ ბათუმის მერიას გადაეცემა. შესაბამისად, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიას ერთკვირიან ვადას აძლევს, რომ ბულვარის დირექტორისა და მოადგილეების კანდიდატურები დაასახელონ.