გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა 100 ათას მოსახლეზე 357-მდე გაიზარდა. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ის არ ცილდება დაშვებულ ზღვარს.
ბოლო ინფორმაციით, გრიპის ვირუსით 8 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან 7 - H1N1, ერთი კი H3N2 შტამის გრიპის ვირუსით. ჯერ-ჯერობით უცნობია, გახდა თუ არა გუშინ, აჭარაში 39 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვირუსი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და ექიმთან დროულად მიმართვას ურჩევს.
რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთ სკოლაში სწავლა შეწყვეტილი არ არის. მინისტრის თქმით, მონიტორინგი გრძელება. ამ ეტაპზე კი პროცესის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობს.
ბოლო ინფორმაციით გრიპის ვირუსით 8 ადამიანია გარდაცვლილი.