20 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
"მაესტროს" აქციების 25 %-ის მფლობელის, მაკა ასათიანის წარმომადგენელი წილების გასხვისების საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

წილების გასხვისების საეჭვო გარემოებებზე საუბრობს სტუდია მაესტროს აქციების 25 %-ის მფლობელის,მაკა ასათიანის წარმომადგენელი. გიორგი გვენეტაძის თქმით, არ არის გამორიცხული მეწილეებს შორის უკვე დაწყებულ სამართლებრივ დავას, ორი დღის წინ გასხვისებული წილების საქმეც დაემატოს.

ამ საკითხებს უახლოეს დღეებში კრედიტორთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ, ხვალ კი სტუდია მაესტროს პარტნიორთა კრება გაიმართება, სადაც მიმდინარე საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ საკადრო ცვლილებებზეც იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, თანამდებობას ტოვებს გენერალური დირექტორი.

გიორგი გვენეტაძე ასევე განმარტავს, რომ მაესტროს აპარატურის უდიდესი ნაწილი და შენობა, საიდანაც მაუწყებლობს, მაკა ასათიანის და მისი პარტნიორების საკუთრებაშია.

„საეჭვოა, თუ ვინ გაყიდა ეს წილი, ის გაცხადებული თანხა, რომლითაც ეს წილი იქნა შეძენილი, ვის ეკუთვნის. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევბს ეჭვის და ვარაუდის საფუძველს, რომ მაესტროს კარგი განვითარება არ ელოდება, თუკი ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით ამ გაურკვევლობას,“ - აღნიშნა გიორგი  გვენეტაძემ.

მაესტროს 55%-იანი წილის მფლობელმა გიორგი გაჩეჩილაძემ მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არხის ძველი სახეები გააგრძელებენ კომპანიაში მუშაობას.  

ამავე თემაზე
დღის ამბები