სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ აგვისტოს ომზე დაწყებულ გამოძიებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ეხმაურება.
ალექსანდრე ბასტრიკინს საერთაშორისო გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს და აცხადებს რომ ჰააგის სასამართლომ საქმე თავდაყირა დააყენა.
ამის შესახებ ის რასიისკაია გაზეტასთან ინტერვიუში საუბრობს.
ბასტრიკინის თქმით, გამოძიება ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებს შეისწავლის და არა ოსი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობას და 16 ათასი ოსის იძულებით გადაადგილებას.
მან ასევე დაამატა, რომ საერთაშორისო სასამართლო შერჩევით გამოძიებას აწარმოებს მიუხედავად იმ მასალებისა, რომელიც მათ რუსულმა მხარემ გადასცა.