მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტირების საქმეში დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში, თუმცა მიაჩნიათ, რომ მანამდე მოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
„თუ დანაშაულის ნიშნებია, ბუნებრივია, ამას საგამოძიებო ორგანოც გამოიძიებს და ცუდი ფაქტია ცხადია, თუმცა ეჭვების საფუძველზე საუბარი არ შეიძლება,“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ.
როგორც ცნობილია, საუბარია ერთ-ერთ კონკურსანტზე, რომელმაც წინასწარ იცოდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტირების პასუხები. შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ გამოცდების დროს გარკვეული დარღვევები იყო, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს გუშინ გააცნო.
იუსტიციის საბჭოში არ უარყოფენ, რომ ქონდათ ინფორმაცია დარღვევის შესახებ და აცხადებენ, რომ ამ საკითხზე შიდა მოკვლევა უკვე მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, ამ საკითხზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზეც იმსჯელონ.