20 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" - საკონსტიტუციო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის განხილვას დღეს გააგრძელებს

საკონსტიტუციო სასამართლო, კამპანიაში - ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის განხილვას დღეს გააგრძელებს.

მხარეები დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას იტყვიან, რის შემდეგაც სადაო ნორმაზე სასამართლო გადაწყვეტილებას კანონით განსაზღვრულ ვადებში მიიღებს.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სადაო ნორმა პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია მოქალაქეების სატელეფონო და ინტერნეტ საუბარზე მოსმენა განახორციელოს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაღები მობილურ ოპერატორებს ან დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს.

სასამართლომ საქმეზე გასულ წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოადგენლების პოზიციებიც მოისმინა.

 

დღის ამბები