ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 39 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის უცნობია, იყო, თუ - არა, გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვირუსი. ამ საკითხზე ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.
ბოლო მონაცემებით აჭარაში H1N1-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 40 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 4 ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.