სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია საქართველოს ტურიზმზე ფილმს იღებს.
დოკუმენტური ფილმების რედაქციის 8 კაციანი გადამღები ჯგუფის წევრებმა თბილისის ისტორიული უბნები, სიღნაღი, ალავერდი, თელავი, ალვანი, მესტია და უშგული გადაიღეს.
დოკუმენტური ფილმში ძირითადი აქცენტი ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე გაკეთდება.