თბილისის 5 სკოლაში ვირუსის გამო სწავლა ისევ შეწყდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესი 3 დღით შეჩერდა.
"დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება,"-აღნიშნულია განცხადებაში.
სასწავლო პროცესი შეჩრებულია თბილისის შემდეგ სკოლებში:
№81 საჯარო სკოლა;
№152 საჯარო სკოლა;
№112 საჯარო სკოლა;
№21 საჯარო სკოლა;
№53 საჯარო სკოლა.