20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ბაია გადაბაძე"მაესტროს" პარტნიორთა კრებაზე დაპატიჟების გარეშე მივა

მაესტროში ხვალ პარტნიორთა კრებაა დანიშნული. მაკა ასათიანის წარმომადგენელი გია გაჩეჩილაძის გარიცხვის საკითხის დაყენებას გეგმავს, თუმცა ამ შემთხვევაში მას ხმათა უმრავლესობა დასჭირდება, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი თემა, რასაც ხვალინდელ კრებაზე განიხილავენ. შეხვედრაზე ტელევიზიის ჯერ კიდევ მოქმედი დირექტორიც აპირებს მისვლას, სადაც სწორედ მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც უნდა დადგეს.

ბაია გადაბაძე ხვალინდელ პარტნიორთა კრებაზე დაუპატიჟებლად მისვლას გეგმავს. შეკრებაზე, სადაც ხვალ მაესტროს ყველა მეწილე ან მათი წარმომადგენელი მივა, ბაია გადბაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილება.

ბაი გადაბაძემ, დღეს მის სავარაუდო შემცვლელზეც ისაუბრა. მაესტროს გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ მის ადგილს უცნობის ძმა ლევან გაჩეჩილაზე დაიკავებს. მისივე განცახდებით ეს ინფორმაცია უცნობმა უკვე დაუდასტურა.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები