სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" კანონმდებლებს მოუწოდებს არ დაუჭირონ მხარი ჯაჭვლიანის ინიციატივას, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.
არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„კანონპროექტი მნიშვნელოვნად შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში და კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ქვეყანაში. ცალსახად იკვეთება, რომ კანონის მიღების მიზანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული ჯანსაღი კრიტიკის აკრძალვა წარმოადგენს,“- ნათქვამია განცხადებაში.