20 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
საკადრო ცვლილებები ბაღების სააგენტოში - მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საკადრო ცვლილებებია თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში. მონიტორინგის სამსახურის უფროსმა იმედა ბერაძემ თანამდებობა დატოვა.

იმედა ბერაძე ამბობს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა და მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლასა და ოჯახურ პრობლემებს ასახელებს.

ინფორმაცია ბაგა-ბაღების სააგენტოში საკადრო ცვლილებების შესახებ მედიატორმა გაავრცელა. მათივე მტკიცებით, ბერაძე სამსახურიდან გასაჯაროებული ფაქტების გამო გაათავისუფლეს. მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი, აცხადებს, რომ ბერაძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.

ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსს ბოლო პერიოდში შესაძლო კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.

დღის ამბები