შეურაცხმყოფელს და დამაკნინებელს უწოდებენ მესამე სექტორში გოგი თოფაძის განცხადებას.
უფლებადამცველები პოლიტიკური პასუხისმგებლობის აუცილებლობაზეც საუბრობენ. შესაბამისად, დღეს სამოქალაქო სექტორის ნაწილმა უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, ისინი მიმართავენ პარლამენტს, გოგი თოფაძისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები დღეს პარლამენტთან შეკრებას და აქციის გამართვას გეგმავენ.