ხმაური გარემოს დაცვის კომიტეტზე. კამათი დეპუტატებს შორის ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის საკითხს მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობამ კომიტეტს პოზიციის გამოხტავა და ადგილზე ვითარების შესწავლა მოსთხოვა.
"ცალკე თემაა მანიაკალური მისწრაფება გიგანტური ხეების სახლში წაღების და იქ დარგვის, მაგრამ ასევე არის ეგისტენციალური საფრთხე, როდესაც ადამიანები რჩებიან საჭირო კომპონენტების გარშე, როგორიცაა წყალი", - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება აჭარის მთავრობამ 31 დეკემბერს კომპანია ზიმოს მისცა. კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ახორციელებს, რომელსაც ეს უნიკალური საუკუნოვანი ნარგავები შეკვეთილში საკუთარ ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად გადააქვს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი