მუსლიმები ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიას ითხოვენ. მუსლიმებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. მათ პრეტენზიები საქართველოს მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მიმართაც აქვთ. მუსლიმების თქმით მუფთის გადაწყვეტილება, მეჩეთის ნაცვლად რეზიდენციის შეძენის შესახებ, მიუღებელია.
საინიციატივო ჯგუფი 12 ათასზე მეტი ხელმოწერის დამადასტურებელ დოკუმენტაციას პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაუგზავნის.