ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში მოთხოვნა დაარეგისტრირა, რომელშიც მოითხოვს, რომ მისი თანხმობის გარეშე ტელეკომპანია მაესტროს დირექტორად არავინ არ დაინიშნოს.
რეესტრიდან გამოსულმა გადაბაძემ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა მას ჯიპის ტიპის შავი მანქანა დაჰყვება და მისი თქმით ეს სუს-ის წარმომადგენლები არიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბაია გადაბაძემ ტელეკომპანია მაესტროს დაცვას აუკრძალა შენობაში ძმები გაჩეჩილაძეების შეშვება.