"ამ ეტაპზე გაჩეჩილაძე 30%-ის მფლობელია და არა 55%-ის,"- ეს განცხადება მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
გადაბაძე ამბობს, რომ წლების წინ გია გაჩეჩილაძემ საკუთარი 25%-იანი წილი გაყიდა და ის სტუდია მაესტროს სხვა დამფუძნებლებს მას შემდეგ უნდა გადაცემოდათ რაც წილებს ყადაღა მოეხსნებოდა. როგორც სტუდია მაესტროს გენერალური დირექტორი ამბობს ამას ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მან ჟურნალისტებს გადასცა.
"25% თუ სადაო არის, გამოდის რომ გაჩეჩილაძე 30%-ის მფლობელია და ასე ცდილობს ჩემს გადაყენებას. მე მოვითხოვ, რომ დასრულდეს სამართლებრივი დავა და შემდეგ თუ გადაწყდება რომ ის მართლაც 55%-ის მფლობელია და ამას სასამართლო იტყვის მე გადამაყენონ მას შემდეგ,"- განაცხადა ბაია გადაბაძემ.