"ჩემი მთავარი ლოზუნგია, გადმოვრთოთ ადამიანები რუსთავი 2-დან,"- ეს განცხადება, ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა. მან პარტნიორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია მაესტროს განვითარების გეგმებზე ისაუბრა. გაჩეჩილაძის თქმით, მას რუსთავი 2-თან საკუთარი „ისტორიული პრეტენზიები" აქვს და სურს რეიტინგში მას აჯობოს.
„ჩემი მთავარი ლოზუნგია, გადმოვრთოთ ადამიანები რუსთავი 2-დან. რუსთავი 2-თან ძალიან სუბიექტური დამოკიდებულმა მაქვს. რუსთავი 2-თან მიმართებაში ჩემი ისტორიული პრეტენზიები მაქვს და რუსთავი 2-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო,“ - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.