„ეს შენობა საიდანაც მაესტრო გადის ეთერში, არ ეკუთვნის შპს სტუდია მაესტროს, ეს ტექნიკა არ ეკუთვნის მას,“ -რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, ტელეკომპანია მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ, კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ტექნიკა და შენობის დიდი ნაწილი მაკა ასათიანის სხვა კომპანიას ეკუთვნის.
„ეს შენობა საიდანაც მაესტრო გადის ეთერში, არ ეკუთვნის შპს სტუდია მაესტროს, ეს ტექნიკა არ ეკუთვნის მას, ეს მაკა ასათიანის სხვა კომპანიას ეკუთვნის. მაინტერესებს ტელევიზია როგორ იფუნქციონირებს სხვა შენობაში, რომელთანაც დავალიანება აქვს, რომელთანაც იჯარის ხელშეკრულება შეიძლება გაწყდეს. ანუ ეს სხვისი შენობაა, კერძო საკუთრებაა, ტექნიკაც კერძო საკუთრებაა. მაუწყებლობის ლიცენზია არის შპს სტუდია მაესტროსი, მაგრამ დღეს გვაქვს საშულება, რომ შესაძლებელია ლიცენზიის თავიდან აღება და სხვა ლიცენზიით გაშვება და ავტორიზაციის გავლა. ჩვენ ვმუშაობთ ამ გეგმაზე, თუ რა შემიძლია შევთავაზო მე თანამშრომლებს. ერთი ვიცი, რო ყველაფერს გავაკეთებ. ჩემს უკან არის სიმართლე და ამიტომ მგონია, რომ გამომივა ეს. მე მინდა რომ დამტკიცდეს ჯერ მფლობელების კანონიერება და შემდგე მათ დააყენონ ჩემი საკითხი,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.