20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"გაჩეჩილაძემ საწესდებო დათქმა პირდაპირ დაარღვია"-მამუკა ღლონტის ადვოკატი

"გიორგი გაჩეჩილაძის მხრიდან საწესდებო დათქმა პირდაპირ დაირღვა,"-განცხადება, მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკვაძემ, პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ გააკეთა. ადვოკატი აცხადებს, რომ რიგგარეშე კრების მოწვევა უნდა მოხდეს საკითხის მიზეზის და საფუძვლის მითითებით, რაც კიკვაძის თქმით, გაჩეჩილაძეების მხრიდან არ შესრულდა.

„რიგგარეშე კრების მოწვევა უნდა მოხდეს საკითხის მიზეზის და საფუძვლის მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, ეს მნივშნელოვანი პროცედურა და საწესდებო დათქმა პირდაპირ დაირღვა გიორგი გაჩეჩილაძის მხრიდან. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ ხდებოდა დირექტორის გათავისუფლების საკითხის წამოყენება, მათი მხრიდან მოვისმინეთ აბსურდული პასუხი, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებული დავასაბუთოთ მიზეზი, რადგან ეს არ გვევალება კანონმდებლობით,“ - განაცხადა პაატა კიკვაძემ.

 

დღის ამბები