20 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
"თავისუფალმა საქართველომ" პროკურატურაში განცხადება შეიტანა

პარტია თავისუფალმა საქართველომ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. საქმე ეხება სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ გარიგებებს.

მათი თქმით, სისტემაში დანაშაულის ფაქტებია, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე დანაშულის დაფარვას ცდილობს.

პარტიის წარმომადგენელი პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„ლევან მურუსიძემ როგორც თვითონ განაცხადა, ფლობს ინფორმაციას სასამართლოში არსებულ კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. მას აქვს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან კანონსაწინააღმდეგოდ გაედინება დაცული ინფორმაცია, თუმცა ამის შესახებ იგი არ აცნობებს მთავარ პროკურატურას,“ - განაცხადა პარტია ”თავისუფალი საქართველოს“, საპარლამენტო მდივანმა როინ ხიჯაკაძემ. 

დღის ამბები