20 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
13 ივნისის სტიქიით დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს ფულადი ანაზღაურება გადაეცემათ
13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს მერიისგან ფულადი ანაზღაურება გადაეცემათ. პირველ ეტაპზე, შეთანხმება 27 ფიზიკურ პირთან გაფორმდება. სტიქიის შედეგად ავტომობილი 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუზიანდა. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერიძის განცხადებით, 5 000 დოლარის ღირებულების ავტომობილები ანაზღაურდება 100%-ით, ხოლო 5000 $-ზე მეტი ღირებულების ავტომობილები - 70 %-ით. მისივე თქმით, ავტომობილები, რომლებიც აღდგენას ექვემდებარება, ანაზღაურდება საბაზრო ღირებულების 25 პროცენტით.
 
 
 
 
დღის ამბები