ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ. გიორგი ქადაგიძემ იმ შედეგებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას მოჰყვეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ამოქმედება, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრების სარჩელის არსებით განხილვას დღეს ახლადშექმნილი სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკიდან სააგენტოს გამოყოფას პოლიტიკური საბაბი აქვს და მისი მიზანი, ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებაა.
უმრავლესობაში პოლიტიკურ მოტივაციას უარყოფენ და ფიქრობენ, რომ ახალი ფინანსური გამოწვევების დასაძლევად ეროვნული ბანკში ცვლილებები აუცილებელი იყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა.
ავტორები: ანა წერეთელი, თეა ვაშალომიძე.