მაესტრომ მაუწყებლობა შესაძლოა ლოგოსა და სახელის გარეშე განაგრძოს. არხის ერთ–ერთი დამფუძნებელი ტელევიზიის აბრევიატურის გაჩეჩილაძეებისთვის გადაცემაზე უარს ამბობს. პარტნიორთა დაპირისპირება და ხმაურიანი კრება ტელევიზიაში საბოლოოდ არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებას წინ ურთიერთბრალდებები უძღოდა.
კრებაზე მისული უკვე ყოფილი დირექტორი გია გაჩეჩილაძის უკან ხელისუფლების ინტერტესებს ხედავს, მფლობელი კი ბაია გადაბაძეს შანტაჟში ადანაშაულებდა. პარტნიორთა კრების დაწყებამდე გია გაჩეჩილაძესა და ბაია გადაბაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ტელევიზიაში მისულ გაჩეჩილაძეებს არხის გენერალური დირექტორი მისაღებში დახვადათ. ბაია გადაბაძემ უცნობს იმ ფულის წარმომავლობა შეახსენა, რომლითაც მან მაესტროს წილი იყიდა, გია გაჩეჩილაძემ კი ის შანტაჟში დაადანაშაულა. ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში ეს მოთხოვნა ოფიციალურად დაარეგისტრირა. არხის გენერალურმა დირექტორმა მოგვიანებით კურიერთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გია გაჩეჩილაძეს ტელევიზიის მხლოდ 30 პროცენტი ეკუთვნის, რადგან მისი ინფორმაციით მან მაკა ასთიანს 25 პროცენტი 400 ლარად მიჰყიდა.
პარალელურად განცხადება დღეს პრემიერმინისტრმაც გაავრცელა უკვე ნაცნობი ტექსტით, რომ მაესტროს ირგვლივ განვითარებული მოვლენები მფლობელებს შორის დავაა და მთავრობა არაფერშუაშია.
ავტორი:ბექა მჭედლიშვილი