20 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
"მაესტროს" საქმე-მედია და არასამთავრობოები დამოუკიდებლობის გარანტიებს ითხოვენ

ტელეკომპანია მაესტროში განვითარებული პროცესები მედიასა და არასამთავრობო სექტორში კითხვის ნიშნებს  აჩენს. განცხადებები დღეს წილების გადანაწილების პროცესსა და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის გადაყენების საკითხზე გაკეთდა. ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი მიმდინარე პროცესებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. ჟურნალისტი საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხებს ითხოვს და  არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიის ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნას.

პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორში. მესამე სექტორი მაესტროს ახალი მფლობელისგან ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვენ. ისინი რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებენ და ეჭვობენ, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მედიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

არასამთავრობოებისგან განსხვავებით, მთავრობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მაესტროს შემთხვევაში ადგილი აქვს მხოლოდ მეპატრონეებს შორის სასამართლო დავას და ამ პროცესში ხელისუფლება არ მონაწილეობს.

ავტორი:ეკო მაღრაძე

დღის ამბები