20 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
თბილისი-ზაჰესის ხიდი - ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი დაკავებულია

თბილისის-ზაჰესის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ოფიციალურად დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ და მისმა შერჩეულმა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა და მოსახლეობას დღემდე გადაადგილება შემოვლითი გზით უწევს. კომპანია ხიდის დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე კი დიდი ოდენობით თანხების მითვისების გამო დღეს დააკავეს. მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, თეიმურაზ წივწივაძემ მილიონ 500 ათას ლარზე მეტი მიითვისა, საბიუჯეტო სახსრები მან ტენდერის მეშვეობით მოიპოვა. ოპოზიციის განცხადებით მერიამ თანხა წივწივაძის კომპანიას ყოველგვარი გარანტიის სანაცვლოდ ავანსის სახით გადასცა.

პირი, რომელსაც ოპოზიცია საეჭვო გარიგებაში მონაწილედ ასახელებს დღემდე მერიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. კომპანია ხიდის დამფუძნებლის დაკავების თემაზე, დავით ნარმანია მომხდარზე პასუხიმგებლობას იხსნის. 

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები