ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო ქალებს განკურნების საშუალებას აძლევს. დავით სერგეენკოს ინიციატივით სამინისტრო ყველაზე ეფექტური პრეპარატის ჰეცეპტინის საფასურის 80%-ს გადაიხდის. ამ მიმართულებით, სამინისტრომ 7 მილიონ ლარამდე გამოყო. მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველ პირებზე გარკვეული შეღავათები გავრცელდება. პრეპარატ ჰერცეპტინით თბილისში მცხოვრები პაციენტები უკვე რამდენიმე კვირაა სარგებლობენ. რეგიონებში პროგრამა უკვე დღეიდან ამოქმედდა. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას ცხელ ხაზსა და სამინისტროს ვებ გვერდზე მიაწვდიან.
ავტორი:სალომე ბოკუჩავა