20 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
მუსლიმები ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიას ითხოვენ

საინიციატივო ჯგუფი 12 ათასზე მეტი ხელმოწერის დამადასტურებელ დოკუმენტაციას პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვალ გაუგზავნის.

მუსლიმ მრევლს პრეტენზიები საქართველოს მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მიმართაც აქვთ, რომელმაც განცხადებას ახალი მეჩეთის აშენების შესახებ ხელი არ მოაწერა. მუსლიმთა განცხადებით, მათი სულიერი წინამძღოლი მთავრობის მხრიდან ზეწოლას განიცდის. საქართველოს მუფთი მრევლთან დაპირისპირებასაც გამორიცხავს და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასაც.

ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ მთავრობას მუსლიმების მოთხოვნებს უახლოეს მომავალში გადასცემს. აღსანიშნავია, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საერთოდ არ განიხილავს.

ავტორი:ეკა გაგუა

დღის ამბები