დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან სადაც სამართალდამცავებმა 5 ახალგაზრდა დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულებმა მეტროში ქცევის წესები დაარღვიეს და პოლიციელის მითითებებს არ დაემორჩილნენ.
დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა ედებათ.
5 ახალგაზრდის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქალაქო სასამართოს მოსამართლე იმსჯელებს. სწორედ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რა ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრებათ ახალგაზრდებს.