20 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
გაერო ცენტრალურ აფრიკაში 120 მშვიდობისმყოფელს სამხედრო საქმიანობას ჩამოაშორებს

გაერო ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე 120 მშვიდობისმყოფელს, ვინც ეჭვმიტანილია ბამბარიში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის არასარულწლოვანებთან დაკავშირებით, სამხედრო საქმიანობას ჩამოაშორებს.

ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ფარჰან ჰაქმა განაცხადა. მისი თქმით, ეჭვმიტანილი ჯარისკაცები მხოლოდ კონგოს რესპუბლიკიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან არიან.

მათი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

გაერომ კონგოს რესპუბლიკას და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გამოძიების დაწყება უკვე მოსთხოვა. 

დღის ამბები