20 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
ბათუმის ბულვარის მართვის უფლების მერიისთვის დაბრუნებაზე, მუნიციპალიტეტი უარს ამბობს

აჭარის მთავრობის შეთავაზებაზე, ბულვარის მართვის უფლება ბათუმის მერიას დაუბრუნდეს, ქალაქის მუნიციპალიტეტმა უარი თქვა.

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბულვარს მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.

მისი შეფასებით, ეს პროცესი სამართლებრივ სირთულეებს შექმნის, გარდა ამისა, ტურისტულ სეზონამდე რამდენიმე თვით ადრე მენეჯმენტის შეცვლა შეფერხებებს გამოიწვევს.

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე განიხილა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ბულვარი თავისი 11 მილიონიანი ბიუჯეტით მერიას გადაეცემა, რომელიც აჭარის მთავრობამ წლის დასაწყისში გამოყო.

დღის ამბები