თურქეთის ელჩმა საქართველოში ახალგაზრდა მკვლევარებთან და საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გამართა.
ათათურქის სახელობის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
მხარეებმა თურქეთის საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთოების საკითხები და ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს.