სახალხო დამცველის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის კრიზისია - უჩა ნანუაშვილმა ეს კომენტარი დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა. სახალხო დამცველმა საჯარო მოხლეებს სიძულვილის ენის გამოყენების გაკონტროლებისკენაც მოუწოდა.
"რაიმე კონკრეტული სანქცია სამწუხაროდ არ არსეობს, რომ ჩვენ დავიზღვიოთ თავი მსგავსი გამონათქვამებისაგან, მაგრამ მე ამიტომ გავაკეთე აქცენტი პოლიტიკური კუტურის კრიზისზე, ქვეყანაში ამის რეალური ნიშნები არსებობს, ეს არ არის სამწუხაროდ პირველი განცხადება, ასეთი არაერთი მოვისვმინეთ, ეს არის ზოგადად სიძულვილიეს ენა, რომლის გამოყენება მითუმეტეს საჯარო მოხელეების მხრიდან უნდა იყოს მაქსიმალურად გაკონტროლებული“, - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.