20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
პირადი მონაცემების გაყალბებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო ამნისტიას აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ამნისტიას პირადი მონაცემების დოკუმენტების გაყალბებასთნ დაკავშირებულ დანაშაულზე. ამნისტია ძალაში იქნება 2017 წლის ბოლომდე და ის შეეხება 2009 წლის პირველ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულს. კონკრეტულად ამნისტია შეეხება პასპორტის, პირადობის მოწმობის, დაბადების მოწმობის, დევნილის ან ბინადრობის მოწმობის და სხვა მსგავსი დოკუმენტების გაყალბების ფაქტებს.

"ამინისტია ეხება 2009 წლის 1 იანვრამდე გაყალბებულ მონაცემებს და მოქმედებს მხოლოდ მაშინ თუ კი მოქალაქე თავისივე ინიციატივით მომართავს იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტერბს და სხვა ჩვენ ტერიტორიულ სამსახურებს. ვინც მექანიკური შეცდომის მსვერპლია მას გვარის შესწორების, სახელის ერთჯერადად შესწორების ან რომელიმე სააქტო ჩანაწერში შეცდომის გასწორებისთვის არ მოუწევს საფასურის გადახდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.   

დღის ამბები