წყნეთში 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული სანიაღვრე სისტემისა და მთავარი კოლექტორის რეაბილიტაციის გეგმას თავისუფალი დემოკრატები აკრიტიკებენ.
პარტიის ლიდერები დღეს ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს კომპონენტებს, რომელიც პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად არის საჭირო.