სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ სახალხო დამცველის აზრით გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. უჩა ნანუაშვილის განცხადებით კანონი ბუნდოვანია და მისი დამტკიცება არ უნდა მოხდეს. სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაციები პარტლამენტს უკვე გადაუგზავნა.
“ამ ნორმით მიღებული სიკეთე ძალიან საეჭვოა, გამოხატვის თავისუფლების და დემკრატიისთვის მიყენებული ზიანის ერთმნიშვნელოვანი ნორმა წარმოადგენს თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას და ეწინააღგდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებს“ - განაცხადა უფლებადამცველმა უჩა ნანუაშვილმა.