რამდენიმესაათიანი აქცია მთავრობის კანცელარიასთან - სამხედრო ჰოსპიტალის მედპერსონალი და ვეტერანები პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მათი თქმით ჰოსპიტალს დაფინანსება შეუწყდა და შენობიდან პერსონალის სხვა, კერძო კლინიკებში გადანაწილება იგეგმება.
მედიკოსები ჰოსპიტალის ფუნქციონირების გაგრძელებას მოითხოვენ და სურთ ომის ვეტერანებს შესაბამისი კომპლექსური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.
აქციის მსვლელობისას მონაწილეთა ნაწილი კანცელარიაში ადმინისტრაციისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
მედიკოსები და ვეტერანები ორშაბათს გაიგებენ, მიიღებს თუ არა მათ მთავრობის მეთაური.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტული პირები ჰოსპიტალის შენობის გასხვისებას და ვეტერანებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებას გეგმავენ.
„თუ ვერ მივიღებთ ამ შეხვედრას, ჩავთვლით, რომ სახელმწფოსთან გვაქვს მთლიანად პრობლემა და ამ მოკლე აქციით აღარ დავამთავრებთ,“ - აცხადებს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია პატრიოტის წარმომადგენელი ვახტანგ მაჭავარიანი.