20 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ევროკაშირის პროექტი "კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში" დღეს დაიხურა

ევროკაშირის პროექტი კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში დღეს საზეიმოდ დაიხურა.

პროექტის განხორციელება 2013 წლის ნოემბერში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების პარაფირების პარალელურად დაიწყო.

მის ფარგლებში 500 საჯარო მოხელე გადამზადდა. მათ მონაწილეობა მიიღეს ოთხ თემატურ სასწავლო ვიზიტში ბელგიაში, ესტონეთსა და ფინეთში.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო ცენტრისთვის შეიქმნა 8 ახალი სასწავლო მოდული, განხორციელდა სასწავლო ვიზიტები ცხრა ქვეყანასა და 15 დიპლომატიურ აკადემიაში.

“გაღრმავდა კონტაქტები სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიურ სკოლებთან და სასწავლო ცენტრებთან, ასევე განხორციელდა ვიზიტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის ეს პროექტი განსაკუთრებულია.

„აღსანიშნავია, რომ მომავალი დიპლომატებისთვის ტრენინგების ჩატარებისა და ქართველი დიპლომატების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის მომავალსა და საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

დღის ამბები