20 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
"წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით გავასაჯაროებ გარკვეულ მიმოწერას" - ბაია გადაბაძე

ბაია გადაბაძემ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის აპირებს სპეციალური მიმოწერის გასაჯაროვებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხდებოდა ელეკომპანია მაესტროს წილების გადაფორმება ბოლო პერიოდში.  ის ელოდება ორშაბათ დღეს, როდესაც საჯარო რეესტრმა უნდა დაარეგისტრიროს ახალი გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე და მისი თქმით თუ ეს ასე მოხდა, გადაბაძე მიმოწერას გაასაჯაროვებს.

“აღარ აქვს აზრი პერმიერმინისტრთან შეხვედრას იმიტომ, რომ მან უკვე პასუხი გამცა და პრემიერმინისტრს კიდევ ერთელ შევახსენებ, რომ ის დღეს პრემიერმინისტრია სწორედ იმიტომ, რომ ამაში მონაწილეობა მიიღო მაესტრომ და ამიტომ როგორც მოვიდა პერმიერმინისტრად შესაძლოა ისე წავიდეს. მოგიწოდებთ, რომ ცოტა მეტი ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს და შეხვედრები აწარმოოთ არა მხოლოდ თქვენს მეგობრებთან, არამედ ყოველთვის უნდა მოისმინოთ მეორე მხარეც. მე აუცილებლად გავასაჯაროებ გარკვეულ მიმოწერას, მე მაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია მტკიცებულებებთან ერთად თუ როგორ მიდიოდა მოლაპარაკებები, როგორ იგეგმებოდა ეს სქემა რაც ახლა მიმდინარეობს მაესტროში,“ - განაცხადა მაესტროს გენერალურმა დირეტორმა ბაია გადაბაძემ.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი 

დღის ამბები