20 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
"მაესტროს" გაძლიერებული დაცვა იცავს, ბაია გადაბაძე კი სკანდალური მიმოწერის გასაჯაროებას გეგმავს

მაესტროს ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ტელევიზიას გაძლიერებული დაცვა იცავს და იქ ძმებ გაჩეჩილაძეებს არ უშვებენ. პარალელურად არხის დამფუძნებლების ინიციატივით სხვა სიხშირეზე მაუწყებლობას იწყებს მაესტრო 24. ჯერ ეთერში მხოლოდ რადიო გადის, თუმცა უახლოეს მომავალში ტელევიზიის გაშვებაც იგეგმება.

გაჩეჩილაძეების მიერ თანამდებობიდან გადაყენებული ბაია გადაბაძე კი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ელოდება, სადაც ახალი მფლობელების წილები ოფიციალურად უნდა აისახოს. იუსტიციის მინისტრმა დღეს მიანიშნა, რომ თუ გარიგება კანონთან შესაბამისი იქნება, ის აუცილებლად დარეგისტრირდება. ამ შემთხვევაში კი ბაია გადაბაძე უკვე საზოგადოებისთვის ჯერ უცნობი დოკუმენტაციის გასაჯაროებით იმუქრება.

მიმოწერა, რომლის გასაჯაროვებას მაესტროს გენერალური დირექტორ აპირებს, არხის წილების გადაფორმების საკითხს ეხება.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები