20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"ახალი ტფილისი" - 6 წლის წინ დაწყებული პროექტი მთავრობამ საზოგადოებას ახალი სახელწოდებით გააცნო

აღმაშენებლიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე ტერიტორიის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. პრემიერი ამბობს, რომ სამუშაოები ფასადური არ იქნება, მისი დასრულების შემდეგ კი ტერიტორია ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდება.

პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის მოედანზე მდებარე 45 საცხოვრებელი სახლს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. იგეგმება მიმდებარე სკვერებისა და ბაღების მოწყობაც.

პროექტი სახელწოდებით ახალი ტფილისი აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტირებულ ნაწილში საფეხმავლო ბილიკის მოწყობასაც ითვალისწინებს.

ეს იქნება ის ერთადერთი ცვლილება, რაც 2010 წელს მომზადებულ პროექტს ახლისგან განასხვავებს. არქიტექტორი კი, რომელიც ორივე პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა, აცხადებს,  რომ ახალი ტფილისი 2010 წელს დაწყებული აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებაა.

პროექტ ახალი ტფილისის პირველი ეტაპის განხორციელებაზე დაახლოებით 21 მილიონი ლარი დაიხარჯება და მისი დასრულება 2016 წლის ბოლომდე იგეგმება.

ავტორი: ეკო მაღრაძე. 

დღის ამბები