სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგანგებო მონაცემები. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ ოჯახში ძლადობის შემთხვევების რიცხვი გაცილებით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქყეყნებული მონაცემების მიხედვით საქართველოს მასშტაბით ოჯახში მსხვერპლთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 2015 წელს 2000-მდეა გაზრდილი. ასევე გაზრდილია მოძალადეთა რაოდენობაც, თუ მათი საერთო რაოდენობა წინა წელს 750-ს შეადეგნდა, 2015 წლის მონაცემებით ეს რაოდენობა 2468-მდე გაიზარდა.
ქალთა უფლების დამცველები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან ძალადობის პრევენციასა და მასზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.
სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ შსს-შიც. სამართალდამცავ სტრუქტურაში განმარტავენ, რომ მონაცემების ცვლილება, უწყებაში მომართვიანობის გაზრდამ განაპირობა, რაც მათ მიერ დაწყებული სოციალური კამპანიის შედეგია.
ავტორები: ვანო გავაშელი, ნინო გველესიანი.